ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაარსებიდან მესამე წლისთავს აღნიშნავს. ცენტრის დაარსებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა.
ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე ცენტრის უდიდეს როლზე გაამახვილა, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის როგორც ქართულ მხარეს, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.