საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ულოცავს. მისალოცი განცხადება ნატომ სოციალურ ქსელში გაავრცელა. "ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი სესიის მასპინძელ საქართველოს, რომელმაც დამოუკიდებლობა 1918 წელს მოიპოვა" - წერია NATO-ს მილოცვაში, რომელიც Twitter-ში გავრცელდა.