ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა და მაკედონიის წარმომადგენელმა მაკედონიის გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს - Palitra News

ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა და მაკედონიის წარმომადგენელმა მაკედონიის გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს

2019-02-06 16:11:01+04:00

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელი მოაწერეს. პროცედურის თანახმად, შემდეგ ეტაპზე აღნიშნული პროტოკოლი ნატო-ს წევრ ქვეყნებს გადაეცემათ რატიფიცირებისთვის და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ შეძლებს მის რატიფიცირებას მაკედონია. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა მიმდინარე წელს დასრულდება და მაკედონია ოფიციალურად გახდება ალიანსის 30-ე წევრი ნატო-ს სამიტზე, რომელიც დეკემბერში ლონდონში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმად, მას ამიერიდან რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდება. აღნიშნულის სანაცვლოდ საბერძნეთი არ დაბლოკავს მაკედონიის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას.