მეორე დღეა, თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს. გუშინ საღამოს ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში არის ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის.სესიის ბოლო დღეს ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტენ-მიულერი.დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.