ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ამ ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ უწყვეტ მცდელობას.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ განხორციელების აუცილებლობას.
რეზოლუცია მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
რეზოლუცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე პოლიტიკურმა კომიტეტმა წარადგინა და პლენარულმა ასამბლეამ დაამტკიცა.