ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე მადრიდის სამდღიანი სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საქართველოსთვის დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ ისაუბრა. ვინიკოვის განცხადებით, ეს იყო ტრანსფორმაციული სამიტი , რომლის ფარგლებშიც რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის უახლოეს პარტნიორებთან, საქართველოსთან კავშირის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს. ვინიკოვის თქმით საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალურად მორგებული დახმარების ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ,როგორც პოლიტიკური ისე პრაქტიკული სახის დახმარებას მოიცავს.