NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწე დღეიდან საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ჯეიმს აპატურაი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგება. აქცენტი კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობაზე გაკეთდება.
ალიანსის მაღალჩინოსანი შეხვედრების გამართვას იუსტიციის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებშიც გეგმავს.
აპატურაი ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდება