ნატო-ს მოკავშირეები საერთო დაფინანსების გაზრდის საკითხზე შეთანხმდნენ. ნატოს გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავდაცვასა და საბრძოლო ჯგუფებს გააძლიერებს. ჯარისკაცების რაოდენობას კი 300 000-მდე გაზრდის.ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება მოიცავს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდასა და მართვისა და კონტროლის გაძლიერებას. იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული აგნცხადებიდან ირკვევა, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი უსაფრთხოების კომუნიკაციებს, საწვავს, სამედიცინო მარაგს, ასევე ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების დასაძლევად შესაბამის აღჭურვილობას მოიცავს.