ნატო ჯერ კიდევ საჭიროა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ახალარჩეულმა სპიკერმა დევიდ სასოლიმ ევრონიუსთან ინტერვიუში განაცხადა.
"ამ მომენტისთვის სარისკოა ვიდავოთ იმაზე თუ რა გვაქვს, და ვცუისურვოთ რაღაც არ გვქონდეს. ასე რიომ მე ვფიქრობ, ატლანტიკური ალიანსი და ნატო ჯერ კიდევ საჭიროა", - განაცხადა სასოლიმ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა რომ "ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატო-ს ტვინის სიკვდილი". მისი თქმით, ევროპა "უფსკრულის პირასაა" და ის თავად უნდა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები "ვეღარ შეძლებენ საკუთარი ბედის გაკონტროლებას". მისივე განცხადებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამერიკა ევროპას "ზურგს აქცევს".