ჩვენ ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა უმეტესწილად შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.