ნატო არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლის თაობაზე ზიანს აყენებს საქართველოში სიტუაციის დარეგულირების ძალისხმევას. ნატო არ აღიარებს, არ სცნობს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს", - აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ალიანსის განცხადებით, "ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში".