ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის დიდ აიაზმაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა წყალი აკურთხა. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქი მღვდელმთავრებთან და ტაძრის მოძღვრებთან ერთად ტაძრიდან გაბრძანდა და სამების ეზოში წყალკურთხევის წესი შეასრულა. წყალკურთხევის დროს უწმინდესმა წმინდა სახარებიდან წაიკითხა ადგილი, უფლის მიერ იორდანეში ნათელღებასთან დაკავშირებით. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს გაუნაწილდებათ.საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.