ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებსაერთაშორისო გავლენიანი ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ფოტოებისა და სტატიების გამოფენა გამართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 2018 წელს მომზადებული სტატიები, რომლებიც მსოფლიოში მაღალრეიტინგულმა გამოცემებმა მოამზადეს: "National Geographic" "Conde Nast Traveller", "Forbes", "NewYork Times", "The Telegraph", "Liberation" "Vogue" და ა.შ. გამოცემების ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალმილიონიან აუდიტორიას საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნეს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის მიზნით 2018 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა 150 ტური, 128 პრეს-ტური, საქართველოს ეწვია 800 ჟურნალისტი მომზადდა 1000 ზე მეტი სტატია და 150 სიუჟეტი.