ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკური გუნდი მუშაობს საკითხზე თუ როგორ უნდა მოხდეს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარება.
მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე მთავრობამ მოსახლეობას კომუნალური გადასარატებდა დაკავშირებული შეღავათები შესთავაზა. მინისტრი ამბობს რომ თითოეული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ეკონომიკური, შეღავათებს, სუბსიდიებსა და დაფინანსებებს რაც შეეხება, ეყრდნობა გათვლებს, რესურსების სწორ მართვასა და გადანაწილებას დროში.