ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ უნდა ისწავლონ ცხოვრება გაიდლაინების, ასევე, ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დანერგვითა და დაცვით.
თურნავას განცხადებით, უწყება დამსაქმებლებს შეამოწმებს, როგორ ახდენენ ისინი თანამშრომელთა ტრანსპორტირებას სამუშაო ადგილებზე და დაცულია თუ არა მათთან უსაფრთხოების ნორმები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სატრანსპორტო საშუალებებში არის მომატებული რისკი ინფექციის გადადების, ამიტომ კომპანიებს წესების მკაცრად დაიცვა მოეთხოვებათ.