ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტების გახსნა დროში ემთხვევა მნიშვნელოვან სპორტულ და არა მარტო სპორტულ საერთაშორისო ღონისძიებებს. მისივე თქმით, საქართველოში სპორტულ ღონისძიებაზე 500-მდე სპორტსმენი ეწვევა.
თურნავას თქმით, სასრიალო არეალის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, რის გამოც საბაგიეროები ოდნავ მოგვიანებით, 8 მარტს გაიხსნება. ცნობისთვის, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტები იხსნება.