ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება ახლანდელი ოპოზიციის შეფასებაში ეხმარება. აღნიშნულის შესახებ თურნავამ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით არის მიწვეული. მინისტრის აღნიშნულ განცხადებას სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხრიდან მცირე ხმაური მოჰყვა.
მისი თქმით, ოპოზიცია არაეფექტურ პროგრამებზე საუბრობს, თუმცა, ამის კარგი მაგალითია მათი ხელისუფლების დროს, სახელმწიფო რკინიგზის სესხი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროექტის განსახორციელებლად.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას უსმენენ. ეკონომიკის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.