ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერისგან დავალება მიიღო, რომლის თანახმადაც ის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს და პირადად მოისმინოს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც კორონავირუსის შედეგად წარმოიქმნა. შეხვედრა ხვალ გაიმართება.
მინისტრის ინფორმაციით, უწყებამ დღემდე ყველაფერი გააკეთა, განსაკუთრებით 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, იმისთვის, რომ ტურისტული ინდუსტრია უფრო მეტად იყოს დაცული, დივერსიფიცირებული და გარე შოკები მასზე ნაკლებად ზემოქმედებდეს.