ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ კომუნიკაცია უკვე შედგა.