ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ფინური კორპორაციის „ნოკიას“ რეგიონულ დირექტორთან მიკკო ლავანტისთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმაც მიიღო მონაწილეობა.
ნათია თურნავამ „ნოკიას“ რეგიონულ დირექტორს საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.
მინისტრის განცხადებით, შეთავაზებები, რომელიც მათ მიკკო ლავანტის გააცნეს მთავრობის პოსტკრიზისულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში უახლოეს მომავალში აისახება.