ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ოზურგეთში, კალანდობის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიცირებული საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ნათია თურნავა საკალანდო ბაზრობას ესტუმრა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია დაათვალიერა. მინისტრი სოფელ შემოქმედში ასევე ეწვია გორდელაძეების ოჯახს და საქართველოს ძველით ახალი წელი, კალანდობა მიულოცა.