ნათია თურნავა ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრა - Palitra News

ნათია თურნავა ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრა

2021-07-20 11:01:47+04:00

ნათია თურნავა ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანას სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად ესტუმრა და ახალი ღუმელის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

“ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში, 26-ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და უკვე ექსპლუატაციაში შევიდა. ღუმელი დღე-ღამეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას მინიმუმ 25 000 ტონამდე, ანუ 10% გაზრდის. ამასთან, ახალი ღუმელიდან, წელიწადში 43 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის გამოშვება იგეგმება.

კაპიტალური სამუშაოების დასრულებას ხუთი თვე დასჭირდა, ჯამში, 2 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

ღუმელის ამოქმედებამ დამატებით 20 სამუშაო ადგილი შექმნა.