ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ვერ გამორიცხავს, რომ შეზღუდვების ასეთმა შემსუბუქებამ შესაძლოა მომავალში პიდვითარების გაუარესება გამოიწვიოს. ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს და საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს და არ გამორიცხავს, რომ თუ შესაბამისი პროტოკოლების მკაცრი დაცვა არ მოხდება, შეზღუდვები კვლავ დაწესდეს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა იმ ბიზნესმაც უნდა გაიზიაროს, რომელიც უახლოეს დღეებში იხსნება.
შეგახსენებთ, კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 1-ელი მარტიდან დაიწყება.