თბილისის მერიას მთავრობამ 400 ათასი ლარი გამოუყო საახალწლო ღონისძიებებში მეტი კულტურის მოღვაწისა და მუსიკოსის ჩართვისთვის.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის მოღვაწეებს გაუხარდებათ პანდემიისგან შექმნილი რთული პერიოდის გამო.
თბილისის მერია სხვადასხვა საკონცერტო პროგრამას გეგმავს მაყურებლის გარეშე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა.