ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება ძალიან დადებითია. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ხაზგასმით აღნიშნა ის მართლაც დიდი მიღწევა, რომელიც საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას ეხება.
მისივე ინფორმაციით 2019 წელს ეკონომიკური ზრდა ბევრად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. სსფ-ის თავდაპირველი პროგნოზი იყო 4,6 პროცენტი, ხოლო რეალურად ეკონომიკურმა ზრდამ 5,2 პროცენტი შეადგინა აღნიშნა მინისტრმა. მისივე ინფორმაციიტ იმპორტი პრაქტიკულად არ გაზრდილა მაშინ როდესაც ექსპრტის საკმაოდ მაღალი ტემპით ზრდა დაფიქსირდა