ეკონომიკისა მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განცხადება გააკეთა, მისი თქმით ბოლო პერიოდში საქართველომ მიიღო 167 მილიონი იტალიური ინვესტიცია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. როგორც მან აღნიშნა სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების წილი მუდმივად იზრდება და დღეს არიან წარმატებული იტალიური კომპანიები, რომლებმაც საქართველოში ინვესტიცია განახორციელეს. როგორც მინსტრმა აღნიშნა საქართველოში ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ 2,3 მილიარდიან ბაზარზე წვდომით საბაჟო ტარიფების გარეშე.