გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings, რომელიც Lufthansa Group-ში შედის, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირების დაწყებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ავიაკომპანიამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე ოფიციალურად მიმართა.