ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით საქართველოს მთავრობას, პანდემიის მიუხედავად, არ შეუჩერებია სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.
მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა პრიორიტეტულ რეფორმებზე, რომლებზე მუშაობასაც საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო გააგრძელებს. მათ შორის, პრაქტიკაში დაინერგება გადახდისუუნარობის ახალი სისტემა, რომელიც მეტ აქცენტს აკეთებს რეაბილიტაციასა და კრედიტორთა უფლებების დაცვაზე.
ნათია თურნავას თქმით, კრედიტორთა სამართლიანი და ორგანიზებული დაკმაყოფილებისა და, პარალელურად, ბიზნესის გადარჩენის მიზნით, გადახდისუუნარობის ახალი სისტემა ქმედითად უზრუნველყოფს როგორც კრედიტორთა, ასევე ბიზნესის ინტერესების დაცვას.