მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თურნავამ პრემიერის მიერ უწყებებისთვის მიცემულ დავალებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის უწყებას ბიზნესთან ხშირი კომუნიკაცია აქვს, თუმცა ახლა ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის მზადაა თითოეული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დაწვრილებით მოახსენოს მედიას და საზოგადოებას რა დასკვნებამდე, რა პრობლემების იდენტიფიცირებამდე მიდიან და როგორ აპირებს მთავრობა, რომ გაამარტივოს რეგულაციები.