მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესისა და მართლმსაჯულების ერთმანეთში არევა არ უნდა მოხდეს.