ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა შეკვეთილში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „რეზოლუტს“ ეწვია და დაინტერესდა, რამდენად მომზადებული ხვდება ის ტურისტულ სეზონს. მინისტრის განცხადებით, სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. „ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კვლავაც მხარში უდგას სასტუმროებს, განსაკუთრებით, მცირე და საოჯახოებს, რათა ისინი მომზადებული დახვდნენ და წლევანდელი ტურისტული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარონ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.