ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კომპანია "ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნას დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მათი ექსპორტიც დაიწყება.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ყველაფერი, რაც საქართველოში იწარმოება, მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ამაში წვლილი სახელმწიფო პროგრამებსაც შეაქვთ.
საწარმოს გახსნას ნათია თურნავას გარდა, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, "საპარტნიორო ფონდი" დირექტორი დავით საგანელიძე, ტექნკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონი დავით გურგენიძე, ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი და მაღალი რანგის სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.