ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ამჟამად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს.
მინისტრთან ერთად ობიექტზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პროექტის ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი და ნამახვანის პროექტის ხელმძღვანელი ბარან ოზგენი იმყოფებოდნენ.
მინისტრმა დაათვალიერა ყველა ლოკაცია, სადაც ამჟამად ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება.