ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება. მისი თქმით, მთავრობა მოქმედებს კანონმდებლობისა და განცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში. თურნავას თქმით, რიონის ხელობაში მთავრობის წევრების ჩასვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის "კარი ყოველთვის ღიაა".
ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ კვლევები გაგრძელდება და ამასთან, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე პირადად ჩაერთო მედიაციის პროცესში.