ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათია თურნავა მის გადადგომასთან დაკავშირებით „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნას გამოეხმაურა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თურნავამ განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება და დარწმუნებულია იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ენერგოდამოუკიდებლობაზე გადის, „ნამახვანჰესის“ პროექტი კი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთვევაში ის ამ თანამდებობაზე არ იქნებოდა.
თურნავა ასევე გამოეხმაურა რიონის ხეობის მცველების განცხადებას პიკეტირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლების მიმართაც და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. მისივე თქმით, მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს და ეს არ არის სწორი ფორმა.
თურნავა ვარლამ გოლეთიანს და აქციის ორგანიზატორებს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს.