ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ მიხეილ შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მანგლისს ეწვია, სადაც მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
დაბა მანგლისი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული, ამიტომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. აშენდება 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენი. 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათასი ლარია.