ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვის თაობაზე საუბრისას განაცხადა რომ "უნდა მივცეთ კერძო ბიზნესს საშუალება, თვითონ ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი და არ დაუშვას მსგავსი ტიპის ექსცესები". მისი თქმით, ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვის დროს სახელმწიფომ ეფექტური მედიაცია განახორციელა გაფიცულებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის. მისივე თქმით, სამინისტრო თვალს ადევნებს როგორ სრულდება შეთანხმების პირობები, ასევე ნათია თურნავას განცხადებით, შეთანხმების გარკვეული ელემენტების შესრულება უკვე დაწყებულია.