13:46
30 მარტი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
ნათია თურნავა - ლარის კურსი სტაბილურდება, სხვა გლობალური ფაქტორი თუ არ წამოვიდა, მომავალ წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება
26-12-2019

გამოწვევა არის და რჩება სიღარიბის დაძლევა. გამოწვევა, რომლიც წელს განვითარდა და რასთან გამკლავებაც მოგვიხდა, იყო ინფლაცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, „ცალსახად აღიარებს, რომ ინფლაცია დიდი გამოწვევაა.“

„სამომხმარებლო პროდუქტების რაღაც ნაწილი, განსაკუთრებით იმპორტული პროდუქტების, გაძვირდა. ამაზე ლარის კურსის რყევებმა და რეგიონში მიმდინარე პროცესებმა მოახდინა ნეგატიური გავლენა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამას პოლიტიკურმა პროცესებმა დიდად შეუწყვეს ხელი. ნათლად ვხედავდით, როგორ მიყვებოდა ლარის კურსი ამ არასტაბილურობას,“-აცხადებს ნათია თურნავა.

მინისტრის თქმით, ინფლაცია კარგი მაგალითია იმის, თუ რამდენად სწრაფად რეაგირებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი გამოწვევებზე.

„როგორც კი წინა პლანზე ეს გამოწვევა წამოვიდა, თქვენ ხედავთ ეროვნული ბანკის და მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგს და რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი პირდაპირ დავალებებს გვაძლევს ამ მიმართულებით. ეს მიზანმიმართული ნაბიჯები აისახება იმაში, რომ ლარის კურსი სტაბილურდება და თუ სხვა გლობალური ფაქტორი არ წამოვიდა, მომავალ წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება,“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები