ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით მინისტრის დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით აგრძელებს. ექიმების რეკომენდაციით, ნათია თურნავა მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსისგან განიკურნა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. მინისტრთა კაბინეტიდან ამ დროისთვის ინფიცირებული მხოლოდ სოფლის მეუნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილია.