მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისებს არა ერთი, არამედ რამდენიმე ავიაკომპანია განახორციელებს. ახალ ჩარტერულ რეისებზე მაქსიმალური ფასი 200 ევრო იქნება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რეისებს "აირზენას" გარდა, სხვა ავიაკომპანიებიც განახორციელებს.