ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმერეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რამდენიმე სოფელში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. როგორც მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, იმერეთის რეგიონში ხუთი ათასზე მეტი ოჯახს წელს ბუნებრივი აირი ექნება.
მთავრობის პროგრამის მიხედვით, 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ - ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია. ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერი ქვეყანაა ევროპაში.