ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით საქართველო ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა დახარბდეს ერთჯერად სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პანდემიისას ტურისტული ინდუსტრია ყველაზე მეტად დაზარალდა, თუმცა არ არის აუცილებელი დემონსტრაციების გზით მოხდეს პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნა მაშინ როდესაც პირადად მისი როგორც მინისტრის კარი ყველასთვის ღიაა. მინისტრმა დღესვე კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააჟღერა.
ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებსაც გერმანიაში დასაქმების კონტრაქტები აქვთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სუბსიდირებული ფრენა დაინიშნა.