დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება - პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.