გვსურს თითოეული ნაბიჯი იყოს ყველასთვის ცნობილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდვრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს წყალტუბოს აღორძინების პროექტის განხილვის დაწყებამდე განუცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტთან დაკავშირებული პროცესი იქნება საჯარო. როგორც თურნავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივამ ყინულმჭრელის როლი ითამაშა წყალტუბოს განვითარების პროცესში.
ცნობისთვის, სასტუმრო "რედისონში", წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც მინისტრები - ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი ესწრებიან.
ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.