მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრივატიზაიციის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა რომ პროცესი ჩქარდება. მისი თქმით მიმდინარე კვირაში მომდევნო აუქციონი გამოცხადდება, რომელზეც 150-ზე მეტი ლოტი იქნება წარმოდგენილი, „ყველაფერი იპოვის თავის პატრონს“ და გადაეცემა კერძო სექტორს, იმისათვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს. თურნავამ რიყის დოქებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა რომ მთელი რიგი აუქციონების შემდეგად რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება, რადგან თავის დროზე გაბერილი თანხები, საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. თუმცა მინისტრი იმედოვნებს რომ რიყის დოქების ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა აუცილებლად მოხდება.