ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, გადაეცემა თუ არა ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად - Palitra News

ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, გადაეცემა თუ არა ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად

2019-10-29 19:04:51+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, გადაეცემა თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად. ამასთან, როგორც მინისტრმა საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აქამდე სახელმწიფო მზად იყო თუნდაც 1 ლარად გადაეცა სანატორიუმები ინვესტორისთვის, თუმცა ინვესტორებს ინტერესი არ გამოუთქვამთ. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია.