ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი პრიორიტეტული და სტრატეგიულია. როგორც იგი აცხადებს, მოქმედ პორტებში თავისუფალი ადგილი არაა, რადგან გაზრდილია დატვირთვა და ამიტომ ანაკლიის პორტის დროულად აშენება დაეხმარება სიტუაციას.
შეგახსენებთ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა 31 დეკემბერს ეწურება.