ნათია თურნავა - ანაკლიის პორტი კვლავ არის ჩვენი პრიორიტეტი - სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა - Palitra News

ნათია თურნავა - ანაკლიის პორტი კვლავ არის ჩვენი პრიორიტეტი - სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა

2020-12-21 12:09:46+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტად რჩება.როგორც მან პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის დიდ მნიშვნელობას საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იძენს.

მისი თქმით, მომავალ წელს განახლდება ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დაიწყება ინვესტორებთან მუშაობა.