ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარალამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ანაკლიის თრმაწყლოვან პორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ საქმითაც არაერთხელ დადასტურდა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვადების დარღვევისთვის დაკისრებული 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პირგასამტეხლო აპატია.
შეგახსენებთ, პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენდნენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.