ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს. მინისტრი აცხადებს, რომ ხელშეკრულების აღდგენას მთავრობა არ ფიქრობს და ამჟამად ხელახლა მზადდება ტენდერი. მისივე თქმით კონსორციუმის სუვერენული უფლებაა მიმართოს არბიტრაჟს. თუმცა ხელისუფლებას უვირჩევნია მშვიდობიანად მოგვარდეს საკითხი და იქვე დასძინეს რომ ანაკლიის პორტი იყო და რჩება პრიორიტეტად. როგორც ირკვევა ახალი ტენდერის მომზადებაში EBRD-ის და მსოფლიო ბანკის კონსულტანტების ჩართვა განიხილება.